Silmo ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1967 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება პარიზში. საგამოფენო სივრცე განლაგებულია უზარმაზარ ტერიტორიაზე და იქ წარმოდგენილია მსოფლიო ოპტიკური ინდუსტრიის სიახლეები.
მისი 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გამოფენის ფორმატი და ადგილმდებარეობა რამდენჯერმე შეიცვალა, ამჟამად დაფუძნებულია პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის სიახლოვეს.ყოველწლიურად საშუალოდ 34000 ვიზიტორი ესწრება Silmo-ს. ოთხ საგამოფენო დარბაზში 900-მდე ბიზნესი წარმოგიდგენთ თავის უახლეს პროდუქტებს. გარდა ამისა, სავაჭრო ბაზრობის უაღრესად ღირებული, მთავარი ელემენტია მისი მიმდებარე სამეცნიერო ფორუმი.ის მოიცავს თემების ფართო სპექტრს და შეისწავლის ყველაზე ცხელ ტენდენციებს.
ოპტიკის სამყაროს შესყიდვების გუნდი Silmo Paris-ის საერთაშორისო ოპტიკურ გამოფენაზე იმყოფებოდა, რის შედეგადაც შეარჩიეს მსოფლიო ბრენდების მზის და ოპტიკური სათვალეების უახლესი კოლექციები, გამართეს შეხვედრები კომპანიის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შევთავაზებთ მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს, კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული ასორტიმენტის სახით! გიზიარებთ ამ შთამბეჭდავ ემოციებს.