ჩვენი ისტორია 2003 წლიდან იწყება...

„ოპტიკის სამყარო“ წარმოადგენს ოპტიკის მაღაზია-სალონების ქსელს , რომელიც დაარსდა 2003 წ. მას შემდეგ კომპანია წარმატებით ახორციელებს საქმიანობას ქართულ ბაზარზე და გთავაზობთ მზის სათვალეების, ოპტიკური ჩარჩოების, ოპტიკური მინების, კონტაქტური და ფერადი ლინზების , ლინზის შესანახი სითხეების და აქსესუარების ფართო არჩევანს.

ოპტიკის სამყარო წარმოდგენილია 5 ფილიალით, თბილისსა და ქუთაისში და მალე სხვა ქალაქებშიც შევხვდებით.

რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ და ნაყოფიერმა შრომამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა ახალი ურთიერთობები დაემყარებინა იმპორტიორებთან , რის შედეგადაც ახორციელებს პროდუქციის იმპორტს , ისეთი ქვეყნებიდან , როგორიცაა ბელგია, ჩინეთი, თურქეთი.  წარმატებით თანამშრომლობს ლიტვურ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან.

ჩვენს ოპტიკებში  მოგემსახურებიან დიდი გამოცდილების მქონე ექიმი- ოფთალმოლოგები . უახლესი თანამედროვე სამედიცინო აპარატურის საშუალებით , ხდება კონსულტაციების მიღება და რთული ასტიგმატური ნომრების დადგენა.

ჩვენს ოპტიკებში შესაძლებელია სრული მომსახურების მიღება. უახლესი თაობის ციფრულ აპარატურის დახმარებითაც სათვალის დამზადება 15 წუთშია შესაძლებელი. ხდება ურთულესი ლინზების დამუშავება . 17 წლიანი გამოცდილება გვეხმარება  შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სათვალეების შეკვეთა.

გვეწვიეთ და შეარჩიეთ მუდმივად განახლებადი კოლექციიდან თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ჩვენ მოგაწოდებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით თქვენთან შეხვედრით.

ოპტიკის სამყაროოპტიკა მთელი ოჯახისთვის