ბლოგი

ანტირეფლექსური ლინზა

9k=

რა არის ანტირეფლექსური ლინზა? ა.რ ლინზა არის იდეალურად გამჭირვალე, მისი მთავარი თვისებაა გამორიცხოს რაიმე სახის ანარეკლი სათვალის ლინზაზე როგორც წინა ასევე უკანა ზედაპირიდან. იგი აირეკლავს როგორც სინათლის, ასევე ელექტრონული გამოსხივების ნათებას. ანტირეფლექსური საფარი აუმჯობესებს შუქის გადაცემას ღამით მაგალითად ავტომობილის მართვისას, ა.რ დაფარვა რეკომენდირებულია ყველა ტიპის ლინზისთვის, განსაკუთრებით პოლიკარბონატისა და მაღალი ინდექსის მქონე ლინზებისთვის. ჩვენს ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილ ანტირეფლექსურ ლინზებს აქვთ დამატებითი დამცავი ფენები.

წყლისგან დამცავი ფენა: მაგალითად წვიმაში სიარულის დროს სათვალის ლინზაზე წყლის წვეთები არ რჩება და მხედველობაში არ გვიშლის.

ცხიმებისგან დაცვა: ადვილად არ რჩება ნათითურები

მყარი ფენა: არ იკაწრება და ტყდება ადვილად

 

ანტირეფლექსური მინები გვაქვს ამერიკული ბრენდი: ,,კადილაკი”ს წარმოების. ადგილზე გვაქვს ორი სახის სფერული და ასფერული.

რა არის სფერული და ასფერული ლინზა, რა განსხვავებაა მათ შორის?

download

სფერულ ლინზებს აქვთ ერთიანი, ბურთივით ამობურცული ზედაპირი და აქედან გამომდინარე თვალის მიერ აღქმული სხივები არ ფოკუსირდება ერთ წერტილში, რის გამოც გამოსახულება არათანაბარია. ასფერულ ლინზას აქვს განსხვავებული ზედაპირი, რისი მეშვეობითაც თვალის მიერ აღქმული სხივები ერთ წერტილში ფოკუსირდება და გამოსახულება არის თანაბარი. ფორმიდან გამომდინარე ასფერული ლინზა არის შედარებით მსუბუქი და თვალს არ უკარგავს ფორმას.

XTQsurQyJx 1

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *