ბლოგი

როგორ შევარჩიოთ სათვალის ჩარჩო

9k=

სათვალე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც თქვენს იმიჯზე ბევრ რამეს ამბობს. იმისთვის რომ, სწორად შეარჩიოთ სათვალე აუცილებელია თავდაპირველად ყურადღება მიაქციოთ თქვენი სახის ფორმას, სახის ოთხნაირი ფორმა არსებობს: ოვალური, მრგვალი, გულისფორმის და ოთხკუთხა.

Capturessssssasd 2

ოვალური ფორმისთვის დამახასიათებელია იდეალური პროპორციები, გამოწეული ღაწვები; ამასთან, საფეთქლებთან სახე ოდნავ განიერია, ვიდრე ქვედა ნაწილში. ასეთი სახის ფორმას პრაქტიკულად, სათვალის ყველანაირი ფორმა უხდება.

 

Capture

 

 

მრგვალი სახისთვის დამახასიათებელია დაწყობილი ნაკვთები, სახის ზედა და ქვედა ნაწილი თითქმის ერთმანეთის ტოლია. მრგვალი ფორმის მქონე ქალბატონებს მოუხდებათ სათვალის ის მოდელები, რომლებიც ვიზუალურად წინ წამოსწევენ სახეს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ვიწრო სწორკუთხოვან ფორმებს, ასევე, მასიურ, ოთხკუთხა სათვალეს.

 

 

 

Capturexxxxxxxx 1

გულის ფორმით ყველაზე რომანტიკული სახის ფორმის მქონე ქალბატონები გამოირჩევიან გამოწეული ღაწვებით, ფართო შუბლით და ვიწრო ნიკაპით. ამ შემთხვევაში სათვალის ფორმამ უნდა შექმნას ბალანსი სახის ზედა და ქვედა ნაწილს შორის. ამიტომაც შეარჩიეთ ღია ფერის შუშებიანი მოდელები. სათვალის ძალიან მუქი ან მასიური ფორმებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.

ssgdff

ოთხკუთხედი სახის ფორმა გამოირჩევა ფართო ნიკაპით, მკვეთრი კუთხეებით და მაღალი შუბლით. ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მრგვალ ან ოვალური ფორმის სათვალეს; ძალიან მოგიხდებათ ე.წ. სათვალე-პეპელა ან ფორმა “კატის თვალი”. ასეთი მოდელები შეარბილებს ქვედა ყბის მკვეთრ ხაზე და გაათანაბრებს პროპორციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *