ახლოვდება სეზონი, როდესაც პრაქტიკულად ყველა იწყებს ფიქრს ახალი მზის სათვალის შეძენაზე. სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ მოდის ელემენტს, არამედ იცავს თვალს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.ზაფხული ხშირად ნიშნავს მზეზე დიდხანს ყოფნას. უმეტეს ჩვენგანს ახსოვს კანის დაცვა მზისგან დამცავი კრემის გამოყენებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენს თვალებსაც დაცვა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკში დაიწყოთ სათანადო თვალის დამცავი საშუალებები, რათა დაიცვათ თვალები, წლების განმავლობაში ულტრაიისფერი ზემოქმედებისგან.
„ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, მზის ბუნებრივი სხივებიდან თუ შიდა ხელოვნური სხივებისგან, შეიძლება დააზიანოს თვალის ზედაპირის ქსოვილები, ასევე რქოვანა და ლინზა“, სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის ულტრაიისფერი გამოსხივების საშიშროების შესახებ. ულტრაიისფერი სხივების დაბლოკვის სათვალეების ტარებით, შეგიძლიათ უსაფრთხოდ ისიამოვნოთ ზაფხულით და შეამციროთ თვალის პოტენციურად ბრმა დაავადებების რისკი.
როგორც ყოველთვის ოპტიკის სამყარო, მუდმივად განებივრებთ ექსკლუზიური პროდუქციით, ამ შემთხვევაში კი გთავაზობთ ახალი ქართული ბრენდის ’’GOGELI,,- ს მზის სათვალეებს, რომელიც უზრუნველყოფს 100% UV ან UV400 დაცვას, ან ბლოკავს ორივე UV-A და UV-B სხივებს, აქედან გამომდინარე ’’GOGELI,,- ს მზის სათვალეებში თავი შეგიძლიათ დაცულად იგრძნოთ.