ბლოგი

როგორ დავიცვათ თავი ლურჯი სხივებისა და სხვა გამაღიზიანებლებისგან ყოველდღიურ ცხოვრებაში

Z

მხედველობის პრობლემები მნიშვნელოვნად აისახება ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე, ქვეითდება შრომისუნარიანობა, თვითგანვითარება და სოციალიზაცია.

ეს გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, მნიშვნელოვანია თვალი სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებლისგან ყოველდღიურად დავიცვათ.

მზისგან დაცვა

sun banner 1

 

აუცილებელია თვალის დაცვა მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რისთვისაც საჭიროა:

• ქუჩაში და ბუნებაში სეირნობისას გამოიყენოთ ხარისხიანი მზის სათვალე, რომელიც თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს 100%-ით.

• არ არის რეკომენდებული პირდაპირ უყუროთ მზეს

 დაცვა მხედველობითი გადაღლისაგან

Digital eye strain HN2957 iStock 1146790655 Sized

 

როცა თვალები ძალიან დატვირთულია ახლო დისტანციაზე მუშაობით, შეიძლება განვითარდეს მხედველობის პრობლემები. აუცილებელია

• შეისვენოთ ყოველ ორ საათში 15 წუთის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, ყოველ 20 წუთში მხედველობა უნდა გადაიტანოთ კომპიუტერის ეკრანიდან გარე სივრცეზე.

• გამოიყენოთ კარგი განათება. ცუდი განათების პირობებში მუშაობის დროს თვალი ზედმეტად იღლება.

• საჭიროა თვალის ხშირად დახუჭვა, თვალის დატენიანების მიზნით. მკვეთრად გამოხატული მშრალი თვალის სინდრომის დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი წვეთების გამოყენება.

• გამოიყენოთ სწორად შერჩეული სათვალე ან ლინზა, თვალი რომ არ დაიღალოს ახლო დისტანციაზე მუშაობით.

img 1f85789c073a3a29

• კომპიუტერის ეკრანთან, ტელეფონთან და სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან მუშაობისას რეკომენდებულია ლურჯი სხივისგან დამცავი ფილტრით სასათვალე ლინზების გამოყენება. კომპიუტერის ეკრანი, ტელეფონი, ახალი თაობის ნათურები ჭარბი რაოდენობით ლურჯ სხივს ასხივებს. ჭარბი რაოდენობით ხანგრძლივად ლურჯი სხივის მოქმედებამ თვალზე შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიწითლე, წვის შეგრძნება, დაძაბულობა, უძილობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *