ბლოგი

რა გავლენა აქვს სიცივეს თვალზე?

Z

ლინზები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სეზონზე, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა და დაბრკოლება, თუმცა ცივ ამინდში თვალების დასაცავად აუცილებელია ზომების მიღება, როგორიცაა მზის სათვალეების ტარება და ხელოვნური ცრემლი. ერთადერთი სიფრთხილე რაც უნდა გამოიჩინონ ლინზის ტარების დროს, ზამთრის ექსტრემალური სპორტის მიმდევრებმა არის ის, რომ მათ უნდა ატარონ დამცავი ნიღაბი, UV-ფილტრიანი ლინზები და გამოიყენონ მზის სათვალეები. მზე ზამთარში,მთაშიც ისეთივე მწველია, როგორც ზაფხულში.მასალა, რომლისგანაც მზადდება რბილი კონტაქტური ლინზები, ინერტულია ტემპერატურის მიმართ. სწორედ ამის გამო კონტაქტური ლინზები, რომელიც სიცივეში მორგებულია თვალზე, არ იყინება, არ დეფორმირდება და არ ვნებს თვალს.

Screenshot 2024 12 02 184701

 

სიცივეში ლინზების მოვლა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ კონტეინერში მოთავსებული ლინზები სითხესთან ერთად გაიყინოს. არ შეიძლება გაყინული ლინზების გამოყენება. აქედან გამომდინარე, აუცილებელად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ლინზები და მოსავლელი ხსნარი იდოს თბილ ადგილას. ტემპერატურის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თერმოპაკეტი. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად თუ თქვენ განიცდით თვალის მუდმივ დისკომფორტს ან მხედველობის ცვლილებებს, უმჯობესია მიმართოთ ოპტიკის სამყაროს ოფთამოლოგებს კონსულტაციისთვის ხოლო სათვალეებისა და სითხის შესაძენად შეგვიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ფილიალებში

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *