ასტიგმატიზმი – თვალის გავრცელებული დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. თუ მას დროულად არ უმკურნალებთ, შესაძლოა მხედველობის მკვეთრად გაუარესება გამოიწვიოს.
საბედნიეროდ, ასტიგმატიზმის აღმოჩენა ძალიან ადვილია.
დაავადება თვალის რქოვანას (უფრო იშვიათად – ბროლის) არასწორი ფორმის შედეგად ვითარდება . ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს ეს სფერულობა ირღვევა.
ასტიგმატიზმის დიაგნოზს ხშირად სვამენ სკოლამდელ და სკოლის ასაკში. ამ დროს ბავშვი უჩივის არამკაფიო, გამრუდებულ მხედველობას. ასტიგმატიზმის დროს შესაძლოა სხვა სიმპტომებმაც იჩინოს თავი. ბავშვი ჭუტავს თვალებს შორს ხედვისას ან კითხვისას. თავს გვერდზე ხრის საგნებზე დაკვირვებისას. უჩივის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. გაურბის მხედველობით დატვირთვას.
მოზრდილებში ასტიგმატიზმი გამოიხატება როგორც მხედველობის გაორება ან გამოსახულების გამრუდება. ფოკუსირების გაძნელება ან შეუძლებლობა. საგნებამდე დაშორების განსაზღვრის გართულება, სივრცეში ორიენტაციის გაძნელება.
თვალის სწრაფი დაღლა კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის დროს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. ასტიგმატიზმის მკურნალობის (კორექციის) რამდენიმე მეთოდი არსებობს:
1)კონტაქტური ლინზები, პაციენტს უნიშნავენ სპეციალურ, ცილინდრულ ლინზებსა და სათვალეს, რომელიც მზადდება ჩვენს ოპტიკურ სალონებში
2)ასევე მკურნალობის გავრცელებული მეთოდია ლაზერული ოპერაცია.