ბლოგი

კონტაქტური ლინზები

9k=

 კონტაქტური ლინზები თვალზე მორგებული, მცირე ზომის ოპტიკური ლინზებია,რომლებიც მხედველობის პრობლემების გამოსასწორებლად გამოიყენება. 

blog 2

 

ნებისემიერს შეუძილია თუ არა კონტაქტური ლინზების გამოყენება?

ლინზების მასალებისა და ხსნარების განვითარებამ უფრო ადვილი და კომფორტული გახადა კონტაქტური ლინზების გამოყენება, შესაბამისად დღეს თითქმის ყველას შეუძლია ისარგებლოს კონტაქტური ლინზებით.

რომელი ფაქტორები მოქმედებს კონტაქტური ლინზების კომფორტზე?

არსებობს კონტაქტური ლინზების სხვადასხვა სახეობა, ამიტომ სანამ ახალს სცდით, უნდა შეაფასოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

1) თვალის მდგომარეობა

ისევე, როგორც სათვალეებში, არსებობს სხვადასხვა ლინზები მხედველობის სხვადასხვა პრობლემისთვის. მაგალითად, ახლომხედველობისთვის საჭიროა კონტაქტური ლინზები, რომლებიც სწორად აშორებენ შუქს და ამცირებენ თვალის ფოკუსირების ძალას.

2) ცხოვრების წესი

თქვენი ცხოვრების წესი ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორია. კონტაქტური ლინზების ტესტირებამდე, თქვენი ოფთალმოლოგი დაგისვამთ რამდენიმე კითხვას, რათა დადგინდეს რომელი ტიპია თქვენთვის საუკეთესო. ისინი გკითხავენ თქვენს ჰობზე, თქვენს პროფესიაზე, გაქვთ თუ არა მხედველობის რყევები და რამდენ დროს ატარებთ ეკრანის წინ.

3) ალერგია

კონტაქტური ლინზების დისკომფორტი შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიით, თქვენი ოფთალმოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას, თუ რომელი კონტაქტური ლინზებია თქვენთვის საუკეთესო და დაგეხმარებათ მკურნალობის სწორ კურსში.

Capture 1

 რომელია ყველაზე კომფორტული კონტაქტური ლინზები მშრალი თვალისთვის?

სილიკონის ჰიდროგელისგან დამზადებული ლინზები საშუალებას აძლევს ჟანგბადს შეაღწიოს ლინზების მეშვეობით რქოვანამდე, ვიდრე სხვა სახის კონტაქტური ლინზები, შესაბამისად მშრალი თვალისთვის იდეალური გახლავთ.

რომელი კონტაქტური ლინზებია ყველაზე კომფორტული ასტიგმატიზმის დროს?

ასტიგმატიზმის გამოსწორება შესაძლებელია რბილი ტორიკული ან მულტიფოკალური ტორული კონტაქტური ლინზების გამოყენებით ხოლო კონტაქტური ლინზების მოვლა აუცილებელია თქვენი თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ოპტიკის სამყაროში შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის ორიგინალი კონტაქტური ლინზები, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა მხედველობას. შესაძენად საჭიროა

✔️განათავსოთ შეკვეთა ჩვენს ვებ-საიტზე

✔️ მოგვწეროთ ჩვენს სოციალურ ქსელებში

✔️ გვესტუმროთ ფილიალებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *