ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტური ლინზა სწორად იყოს შერჩეული ექიმი–ოფთალმოლოგის მიერ. ლინზების შერჩევისას გადამწყვეტია ინდივიდუალური მიდგომა. აუცილებელია სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რათა შეფასდეს თვალის ზოგადი მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ ოფთალმოლოგი რეკომენდაციას, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის კონტაქტური ლინზების გამოყენება.
ოპტიკის სამყაროში ადგილზე ხდება მხედველობის დიაგნოსტიკა, რეცეპტის შედგენა, სათვალისა თუ ლინზის შერჩევა. ჩვენს ფილიალებში შეძენილი ლინზები უსაფრთხო და ხარისხიანია. აქ შეგიძლით შეიძინოთ, როგორც ფერადი, ასევე ნომრიანი და ერთდროულად ფერადი ნომრიანი კონტაქტური ლინზები! „ოპტიკის სამყაროს “ ექიმი-ოფთალმოლოგები, დაგიდგენენ თქვენთვის საჭირო კონტაქტური ლინზების ნომრებს, ადგილზევე შეგირჩევენ შესაფერის ლინზას, გასწავლიან მის ჩასმას, მოვლის წესებს და მოგცემენ აუცილებელ და სასარგებლო რჩევებს კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ოფთალმოლოგი მოგცემთ რეკომენდაციას, რომ თქვენთვის კონტაქტური ლინზების გამოყენება შესაძლებელია, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ მათი მოხმარების წესებს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.
რეკომენდაცია, აუცილებლად მკაცრად დაიცვათ კონტაქტური ლინზების გამოყენების წესები და ჰიგიენა:
•ლინზის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები;
•კონტაქტური ლინზის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებულია ცურვა, შხაპის მიღება;
•სიწითლის, გამონადენის და მხედველობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
•არასოდეს გამოიყენოთ სხვისი კონტაქტური ლინზები!
•კონტაქტური ლინზა ყოველდღე ლინზის შესანახ ახალ ხსნარში შეინახეთ.
• რბილი კონტაქტური ლინზა შესაძლოა გაიხეს. ამიტომ მოარიდეთ მას ფრჩხილები. თუ კონტაქტური ლინზა გაიხა, აღნიშნული ლინზა აღარ გამოიყენოთ.
• კონტაქტური ლინზით ძილი ნებადართულია მხოლოდ გარკვეული ტიპის კონტაქტური ლინზებით! აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, გთხოვთ, დააზუსტოთ ლინზის შეძენისას.