ბლოგი

ბავშვთა მხედველობის პრობლემები

9k=

ბოლო წლებში, მშობლები საკმაოდ ხშირად ჩივიან ბავშვების მხედველობის პრობლემებზე. რაც სხვადსხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ექიმების განცხადებით, ბავშვებში მხედველობის დეფექტი ყველაზე მეტად სკოლაში მისვლის პერიოდში ვლინდება, რადგან დაფაზე წარწერებს ცუდად ხედავენ ასევე თანდათან ჩნდება სხვა სიპტომებიც, ბავშვი

• ჭუტავს თვალს

• უჩივის თავის ტკივილს

• ახლოდან უყურებს ტელევიზორს

• ისრისავს თვალს

• მალე იღლება

319d4dac 1333 4cd3 be16 ed6d464b199c

 

დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრ მშობელს ეშინია იმის, რომ სმარტფონების და სხვა გაჯეტების გადამკიდე მათ ბავშვს მხედველობა გაუუარესდება. რისკი მართლაც არსებობს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს შესაძლოა განუვითარდეს ისეთი პათოლოგია, როგორიც არის მიოპია. ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზებია რეფლაქციური მანკები. რეფლაქციურ მანკში მოიაზრება ახლომხედველობა, ანუ უბრალო ენაზე მინუსი, შორსმხედველობა, ანუ პლუსი და ასტიგმატიზმი. ამ სამი დაავადებიდან უფრო ხშირია ახლომხედველობა. ახლომხედველობა უფრო მეტ ყურადღებასაც მოითხოვს, რადგან ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობა უარესდება. სანამ არ დადგება ის ასაკი, როდესაც ეს პროცესი ჩერდება.

86dd3041 39d2 4a40 afa0 fc600d0ea36f

 

როგორ ვუშველოთ ბავშვის მხედველობას?

არსებობს მხედველობის კორექციის რამდენიმე მეთოდი:

• სათვალე – ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტი.

• კონტაქტური ლინზები – საჭიროებს გარკვეული ჰიგიენური პროცედურებისა და წესების დაცვას, უმეტესად გამოიყენება 6-7 წლის ზემოთ ბავშვებში.

• ღამის ლინზები (ორთოკერატოლოგიური) დადებითად მოქმედებს თვალებზე ღამის საათებში. ყველა შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. ოპტიკის სამყაროს ექიმ-ოფთალმოლოგები მაქსიმალურად იზრუნებენ თქვენი ბავშვის მხედველობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *