წესებზე და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესებს და პირობეს. ასევე თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა
მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.
კონფიდენციალურობა
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ მთელი სერიოზულობით დავიცავთ ყველა კლიენტის კონფიდენციალურობას, შევინარჩუნებთ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ და შევინახოთ მომხმარებლის ინფორმაცია მხოლოდ სათანადო მიზნებისათვის.
ჩვენ მიერ მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება გამოყენება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე რაც ჩვენი აზრით აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის. ჩვენი საქმიანობის წარმართვისათვის, რისკების მართვისთვის, ჩვენი პროდუქტის გაყიდვისათვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებისთვის. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას რომელიც წარმოდგენილია თქვენი მხრიდან: თქვენი სახელი და გვარი, იურდიული მისამართი, ტრანსპორტირების მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საბანკო ბარათის ნომერი და ინფორმაცია შეკვეთის დეტალების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტის პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების დროს:
- ვებ-გვერდზე დარეგისტრირების დროს.
- შეკვეთის გაკეთების დროს.
- პროდუქტის შეფასების დროს.
- ჩვენი სოციალური მედიის გვერდების გამოყენებისას.
ჩვენ შეიძლება მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც უგზავნით საჩუქარს ან სასაჩუქრე ბარათს.
კონფიდენციალურობის უფლებები
ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ კლიენტების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გადავცეთ ინფორმაცია ხელისუფლების ორგანოებს და სამართალდამცავ პირებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ პერიოდულად ვანახლებთ ხელშეკრულებებს პარტნიორ კომპანიებთან, რომლებიც სხვადასხვა სერვისს გვაწვდიან ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს. შესაბამისად, პარტნიორმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ გარკვეული სახის ინფორმაცია ჩვენი კლიენტების შესახებ, მაგრამ ისინი ვალდებულები არიან გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
გაითვალისწინეთ: ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს საბანკო მონაცემებზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს წვდომა აღნიშნული ტიპის ინფორმაციასთან. მსგავსი პრობლემის ან პრეტენზიის შემთხვევაში მიმართეთ თიბისი ბანკის ადმინისტრაციას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი საიტის საბანკო გადარიცხვების მომსახურეობაზე.
საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია TBC ბანკის უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. იმისათვის რომ განახორციელოთ გადახდა საჭიროა თქვენი ბარათის მონაცემები, ამ მონაცემების გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით TBC ბანკის ელექტრონული გადახდების გვერდზე. ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე.
ადგილზე მიტანის ინფოში გთხოვთ მიუთითოთ ზუსტი მისამართი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია, კომპანიის დასახელება. ), საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა თქვენს მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო, შეკვეთა ითვლება შესრულებულად. თქვენი შეკვეთა შეინახება 72 საათის განმავლობაში. შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.
გადასახადები და ფასები
საიტზე განთავსებული ყველა პროდუქტის ღირებულება მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. „ოპტიკის სამყარო“ იტოვებს უფლებას შეცვალოს პროდუქტზე ფასები წინასაწრი გაფრთხილების გარეშე.
მიწოდების ვადები და პირობები
შეძენილი პროდუქტის მიწოდება მოხდება პროდუქტის გვერდზე მითითებულ ვადებში რაც მოცემულია პუნქტში ’’საკურიერო მომსახურება“ . პროდუქციის მიწოდების საფასური დადგენილია მიმწოდებლის მიერ და შესაძლებელია შეიცვალოს გადამზიდავი კომპანიის მიერ პირობების შეცვლის შესაბამისად.
შესყიდვა და შეკვეთის გაუქმება:
მომხმარებელი თავად ავსებს კონტაქტური ლინზის ყველა საჭირო პარამეტრს და თავად იღებს პასუხისმგებლობას შეკვეთილი ლინზის პარამეტრების სისწორეზე. შეკვეთა ითვლება დადასტურებულად ღილაკზე „შეკვეთის დასრულება“ დასტურის თანავე.
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებიდან ერთი საათის განმავლობაში წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სადაც უნდა იყოს მითითებული შეკვეთის დეტალები: ნომერი, სახელი, გვარი და შეკვეთის გაუქმების მიზეზი. შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა უკვე არ არის გაგზავნილი მომხმარებლის მისამართზე ან გაკეთებული არ არის ინდივიდუალური შეკვეთა მწარმოებელ კომპანიასთან. (info@opticissamkaro.ge)
საქონლის უკან დაბრუნება
გაყიდული პროდუქცია უკან დაბრუნებას მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში ექვემდებარეა.
პროდუქტი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ დარღვეულია მოხმარების წესები და ვადები